,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი და ექვთიმე თაყაიშვილი
1879 წელს
ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი ,,ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემისათვის
სამზადისს შეუდგა და გაზეთ ,,დროებაში“ გამოაცხადა: ვისაც ,,ვეფხისტყაოსნის“ ძველი
ხელნაწერი გაქვთ, დროებით ათხოვეთ პოემის ტექსტის დამდგენ კომისიასო.
კომისიაში
შემოსულ ხელნაწერთა შორის იყო იმერეთის მეფის სოლომონ I-ის დავალებით შესრულებული ხელნაწერიც. მისი იმჟამინდელი პატრონი გახლდა
პელაგია გურიელი-წერეთლისა, რომელსაც ხელნაწერი მემკვიდრეობით რგებია. როცა კომისიამ
მუშაობა დამთავრა, ხსენებული ხელნაწერი პატრონს დაუბრუნა. ქალბატონ პელაგიას გარდაცვალების
შემდეგ ,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერს ახალი პატრონის გაუჩნდა _ გიგო წერეთელი. ხელნაწერი
ოჯახის ძვირფას რელიგიად მიაჩნდათ და თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ. დროთა განმავლობაში
წიგნს ყდა შემოაცვდა და დაიფურცლა, ამიტომ გიგო წერეთლის ვაჟებმა თბილისში წაიღეს ყდის
გასაკეთებლად.
ძმებმა
ხელნაწერი მშვენიერ ხავერდის ყდაში ჩაასმევინეს, მაგრამ სახელოსნოდან მობრუნებულებს
,,ვეფხისტყაოსანი“ ეტლში დარჩათ. წიგნის მპოვნელს უნდოდა ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილისათვის
მიეყიდა, რადგან იცოდა, რომ იგი უძველეს ხელნაწერს აგროვებდა, მაგრამ ექვთიმე ქალაქში
არ აღმოჩნდა. ამიტომ ხელნაწერი ცნობილ მეწარმეს დავით სარაჯიშვილს მიუტანა. სარაჯიშვილმა
ხელნაწერი იყიდა.
ერთხელ
დავით სარაჯიშვილს ექვთიმე თაყაიშვილი ესტუმრა. მასპინძელმა მეცნიერს ხელნაწერი აჩვენა:
აი, საშენო ხელნაწერიო.
-ამას
შინ წავირებ და გულმოდგინედ შევისწავლიო, - განუცხადა ქართულ ხელნაწერზე თავგადაკლულმა
მეცნიერმა. ეს თაყაიშვილის ჩვეული ფანდი იყო, იგი ხელნაწერებს ინათხოვრებდა ხოლმე,
დიდხანს დაიტოვებდა და პატრონს აიძულებდა, მუზეუმისათვის ან საჩუქრად შეეწირა ან მიეყიდა.
- წაიღე,
ოღონდ მალე დამიბრუნე, - უთხრა სარაჯიშვილმა.
ექვთიმე
ტაყაიშვილმა ახლაც თავისი ფანდი იხმარა- დიდხანს არ დაუბრუნა წიგნი პატრონს.
სარაჯიშვილმა
რამდენჯერმე მოიკითხა თავისი წიგნი. თაყაიშვილი ეუბნებოდა, კვლევა ჯერ არ დამიმთავრებიაო.
ამასობაში სარაჯიშვილი საზღვარგარეთ წავიდა. სამშობლოში დაბრუნებულმა წიგნი ისევ მოიკითხა.
-
ხელნაწერი შენი სახელით შევწირე
წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასო, - უპასუხა ექვთიმე თაყაიშვილა და აჩვენა
ხელნაწერთა აღწერების ტომი, სადაც ,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი დავით სარაჯიშვილის
სახელით იყო შეტანილი.
გავიდა დრო. ერთ დღეს ექვთიმე
თაყაიშვილს გამოწყობილს სასიამოვნო შესახედაობის ორი ახალგაზრდა ესტუმრა.
-
რა გნებავთო? - ჰკითხა მათ ექვთიმემ.
-
ჩვენ ძმები წერეთლები ვართ. მემკვიდრეობით
გვერგო ,,ვეფხისტყაოსნის“ ძველი ხელნაწერი. ერთხელ თბილისში ჩამოვიტანეთ, ხავერდის
ყდაში ჩავსვით, მაგრამ ეტლში ჩავდეთ და დაკვეკარგა. როგორც გვითხრეს, ყოველნაირი ხელნაწერი
თურმე თქვენთან მოაქვთ და ჩვენი ხელნაწერი ხომ არ მოუტანიათო?
-
ეს ხელნაწერი ჩვენს მუზეუმშია,
მაგრამ იგი მპოვნელისაგან სხვამ იყიდა, შემოსწირა მუზეუმს და ახლა საზოგადოების საკუთრებააო.
-
წერეთლებს გაუხარდათ, წიგნია არ
დაკარგულაო, და თაყაიშვილს სთხოვეს:წიგნი გვათხოვეთ, დედას ვაჩვენებთ და უკანვე დაგიბრუნებთო.
ექვთიმე თაყაიშვილმა უარი
ვერ უთხრა ძმებს. ხელნაწერი მისცა, მხოლოდ პატიოსანი სიტყვა ჩამოართვა, რომ აუცილებლად
დაუბრუნებდნენ.
გავიდა საკმაო დრო, მაგრამ
წერეთლებმა ხელნაწერი არ დააბრუნეს. ექვთიმე შეშფოთდა. ზოგი მისი ნაცნობი ცეცხლზე ნავთს
ასხამდა: არ უნდა გაგეტანებინა, ეს რა გიქნიაო.
იმ ხანად საჩხერეში ერტ-ერთ
ეზოში უძველესი სამარხი აღმოჩნდა და ექვთიმე ტაყაიშვილი მის გასათხრელად გაემგზავრა.
იქ შემთხვევით შეხვდა ძმებ წერეთლებს და უსაყვედურა. ძმები ძალიან შეწუხდნენ, ბოდიში
მოიხადეს დაგვიანების გამო და უთხრეს:
ერთ კვირაში ჩავიტანთ ხელნაწერს
თბილისშიო. მართლაც მათ დაპირება პირნათლად შეასრულეს.
ამჟამად ,,ვეფხისტყაოსნის“
ეს ხელნაწერი ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდშია დაცული.
No comments:
Post a Comment